reportiori.ge - გელა დუმბაძე: ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან უფრო ინტენსიური გახდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:42
პოლიტიკა
გელა დუმბაძე: ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან უფრო ინტენსიური გახდება
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 18:06



დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან უფრო ინტენსიური გახდება.


მისი თქმით, ირანთან სავიზო რეჟიმის დაწესებამ გარკვეული შეფერხებები შექმნა, თუმცა ვისაც სურვილი ჰქონდა, საქართველოში ჩამოდიოდნენ.



ირანში იმყოფება ქართული ისტორიული დიასპორა - ფერეიდანი. საუბარია დაახლოებით 300 ათას ადამიანზე. რაც შეეხება უშუალოდ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ეს არის აბსოლუტურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მჭიდრო კონტაქტშია ისეთ თემასთან, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილმეზობლობის საკითხები. ამასთან, თუ ეს განხორციელდა, ჩვენი ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან გახდება უფრო ინტენსიური", - განაცხადა გელა დუმბაძემ.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016