reportiori.ge - დონალდ ტუსკი: ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლისსამართლებრივი გამოძიება იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:44
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლისსამართლებრივი გამოძიება იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 18:13



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და საქართველო პარტნიორები არიან.



ტუსკის ცნობით, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა რიგი საკითხი განიხილეს, მათ შორის მომავალო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ხაზი გაუსვეს თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს მნიშვნელობას.



დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები სასამართლო სფეროში, ასევე კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.



მე აღვნიშნე, რომ ევროკავშირი ამ პროცესის ხელშესაწყობად მზად არის", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.



ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება და სასამართლო დევნა ეფუძნებოდეს ფაქტებს, იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა ტუსკმა.



მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს.



ახლა საბჭოს და ევროპარლამენტმა უნდა მიიყვანონ ეს პროცესი წარმატებულ ფინალამდე", - აღნიშნა ტუსკმა.



მისივე თქმით, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას.



ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ის იზიარებს ოფიციალური თბილისის შეშფოთებას, ე.წ.შეთანხმებების გამო, რომელიც მოსკოვმა ცხინვალთან და სოხუმთან გააფორმა.



დონალდ ტუსკმა ასევე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის მისიებში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უკრაინასა და მალიში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016