reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:44
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 21:13

 

 

ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები, თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები და ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.


ევროკომისარმა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერია.


მხარეებმა ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების ახალ სფეროებსა და ამ მიმართულებით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016