reportiori.ge - ივლიანე ხაინდრავა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:49
პოლიტიკა
ივლიანე ხაინდრავა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 16:46

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების  შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

„აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია. იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს, გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, რათა საფუძველი გამოაცალონ რუსეთის მიზანმიმართულ მცდელობებს, შეაფერხოს NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი", - აცხადებს ხაინდრავა.


ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა სენატში გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა ანგარიში მსოფლიო საფრთხეების შესახებ. ანგარიშში საუბარია საქართველოს დასავლური ორიენტაციის საფრთხეებზე.


„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული  პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე უდავოდ ცვალებადი იქნება.


ეკონომიკური  ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ, მთავარი  პოლიტიკური სისუსტე გახდება.


დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო ქართულ  ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური  რუსული პროპაგანდა ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს ან შეაჩეროს.


რუსეთთან  დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016