reportiori.ge - კახა კალაძე: ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 13:13

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „რედისონში", სადაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სავაჭრო ცენტრ - „გალერეა თბილისის" პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციას მართავს, განაცხადა, რომ დაარსების დღიდან თანაინვესტირების ფონდი ქვეყნის ეკონომიკის სექტორში არაერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.



კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანაინვესტირების ფონდს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც ისინი ენერგეტიკის მიმართულებით აკეთებენ.



ვიცე-პრემიერის თქმით, სწორედ თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის განმავლობაში გაჩერებული პროექტი განახლდა და დედაქალაქს 2017 წლისთვის „გალერეა თბილისის" სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება. მისივე თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.



„საქართველოს მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ბიზნესის კეთების ჯანსაღი, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო. ჩვენი მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება ჩართული", - განაცხადა კახა კალაძემ.



რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას სავაჭრო ცენტრი - „გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016