reportiori.ge - კახა კალაძე: როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 14:19


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.


ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას კალაძე საქართველოს მიმართ მხარში დგომად და დახმარებად აფასებს.


ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ.

ხალხის და მთავრობის გადაწყვეტილება ეს არის საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია", - განაცხადა კახა კალაძემ.



აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის.



მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და NATO-სთან კავშირები შეწყვიტოს", - ნათქვამია ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016