reportiori.ge - პაატა ზაქარეიშვილი: სერიოზული მსხვილი ბიზნესები რუსეთის ხელშია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:48
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: სერიოზული მსხვილი ბიზნესები რუსეთის ხელშია...
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 15:15


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, არაფერი სმენია, რომ „გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი მცირე ბანკის ყიდვას გეგმავს.


მისი თქმით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული საქართველოში სერიოზული მსხვილი ბიზნესსუბიექტები რუსეთის ხელშია, თუმცა ამ ფაქტორს ქართულ პოლიტიკაზე სტრატეგიულად გავლენა არ მოუხდენია.



საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მომდინარეობს ეს, რომ საკმაოდ სერიოზული მსხვილი ბიზნესები არის რუსეთის ხელში და ჯერჯერობით ამ ფაქტორს სტრატეგიულად არ მოუხდენია გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი ეკონომიკური ნაბიჯი იქნება წამოსული საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან, რომელიც მკაფიო და მყარია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.



ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, „ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, რუსული კომპანია „გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს.



მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016