reportiori.ge - ამპუტანტი ვეტერანების პროთეზებით უზრუნველყოფა გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:21
საზოგადოება
ამპუტანტი ვეტერანების პროთეზებით უზრუნველყოფა გრძელდება
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 16:33

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით, გერმანული საპროთეზო ცენტრი „OttoBock"  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ-სარეაბილიტაციო ცენტრი  ქართველ ამპუტანტ  40 ვეტერანს მაღალტექნოლოგიურ  პროთეზებს დაუმზადებენ.  სარეაბილიტაციო ცენტრში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი  და  „OttoBock"-ის წარმომადგენლები ვეტერანების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.


„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას „OttoBock"-თან ერთად. მოგეხსენებათ, რომ წინა წელს ჩვენ 38 პროთეზი 33 მეომარს დავუმზადეთ. დიდი მადლობა სარეაბილიტაციო ცენტრს, ვისთან ერთადაც ეს პროექტი ხორციელდება. ამ წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 150 ვეტერანისთვის ახალი პროთეზების დამზადებას. მინდა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს, რომ  ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ვეტერანს არ ექნება თანამედროვე ტიპის ახალი პროთეზები", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრსა და მსოფლიოში ლიდერ საპროთეზო ცენტრ „OttoBock"-ს შორის სამმხრივი  მემორანდუმი  გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, პირველ ეტაპზე, გასულ წელს 33 ამპუტანტ ვეტერანს 38  პროთეზი უკვე დაუმზადდა.  2016 წელს  კი  „OttoBock"-ის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური პროთეზებით 150 ამპუტანტი ვეტერანის უზრუნველყოფა იგეგმება.  




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016