reportiori.ge - იენს სტოლტენბერგი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:52
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია!
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 17:47


„რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავას სამიტისგან", - NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უპასუხა. როგორც NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, ვარშავის სამიტზე NATO მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან შემდგომი პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხზე.


„ჯერჯერობით არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია სამიტის ფორმატის შესახებ, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ განახორციელა. მისი განმარტებით, საქართველო ერთგულად მიჰყვება რეფორმების განხორციელების ამბიციურ გზას, რასაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს.


„საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე.

 

მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ჩვენ ჩავატარეთ NATO-საქართველოს კომისიის კარგი სხდომა. საქართველო უახლოვდება NATO-ს თავისი რეფორმების წყალობით და მნიშვნელოვანი წვლილით ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში.

 

NATO საქართველოს დახმარების ერთგულია და იმისა, რომ მან გააგრძელოს გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ.

 

დღეს ჩვენ შევაჯამეთ ჩვენი მიღწევები. ჩვენ განვიხილავთ ახალ პრაქტიკულ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებისთვის. საქართველო რეფორმების ამბიციური გზის ერთგულია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.


„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია", - დასძინა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016