reportiori.ge - საგადასახადო კოდექსში ესტონური მოდელის დანერგვა დიდი სარგებლობას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:53
ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში ესტონური მოდელის დანერგვა დიდი სარგებლობას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 18:52


ბიზნეს-ასოციაციამ დადებითად შეაფასა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ესტონური მოდელი თავის დროზე  საკმაოდ წაადგა ესტონეთის ეკონომიკას და ასევე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც.

 

„ჩვენი დამოკიდებულება კოდექსში ცვლილებაზე არის აბსოლუტურად დადებითი. 2013 წლიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან, ამ ცვლილებების საჭიროებებზე ღიად ვსაუბრობდით. იანვარში, როდესაც  პრემიერი  შეხვდა ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებს, გაჟღერებული იყო ეს ინიციატივა. მისასალმებელია, რომ ასე მოკლე დროში მთავრობის სხდომაზე გავიდა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები გულისხმობს ესტონური მოდელის დანერგვას საგადასახადო ლიბერალიზაციის საკითხში. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. მისასალმებელია, რომ კონკრეტული ინიციატივებიდან კონკრეტულ პროექტებამდე მივდივართ. ესტონური მოდელი თავის დროზე  საკმაოდ წაადგა ესტონეთის ეკონომიკას. ამ მოდელის დანეგვა საქართველოში, დარწმუნებული ვარ, დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის", - განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა.   


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016