reportiori.ge - დანიელ გახარია: კომპანიებს შესწავლილი გვაქვს ესტონური მოდელი და დადებითად ვუყურებთ ამ ყველაფერს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:55
ეკონომიკა
დანიელ გახარია: კომპანიებს შესწავლილი გვაქვს ესტონური მოდელი და დადებითად ვუყურებთ ამ ყველაფერს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 19:52




„დამსაქმებელთა ასოციაციის" წარმომადგენლის დანიელ გახარიას განცხადებით, მთავრობის ინიციატივა ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბიზნესისითვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება.


დანიელ გახარიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესისთვის დიდი დივიდენდების მიმცემი და მასტიმულირებელი იქნება.  


„ეს ინიციატივა აბსოლუტურად სწორია და ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ, ეს იქნება მასტიმულირებელი ბიზნესისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. განვითარდეს ბიზნესი. აღნიშნული ინიციატივა ინვესტორებისთვისაც წამახალისებელი იქნება. ჩვენ ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. ვიცით, რომ პირველ წლებში შესაძლოა იყოს გარკვეული სიძნელეები შემოსავლების ნაწილში, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ ამას ხვალინდელი დღის პერსპექტივისთვის. კომპანიებს გარკვეულწილად შესწავლილი გვაქვს ესტონური მოდელი და დადებითად ვუყურებთ ამ ყველაფერს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროექტი დიდი დივიდენდების მომტანი იქნება",-განაცხადა დანიელ გახარიამ  



ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს „საგადასახადო კოდექსში ცვლილება" წარედგინება, რომელიც მოგების გადასახადის, განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას ითვალისწინებს. 


ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.



მოამზადა თეონა რამაზაშვილმა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016