reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:31
პოლიტიკა
კონსტანტინე გამსახურდია: ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად
12 თებერვალი, 2016. 13:33

ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად“, - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის განცხადებას, საქართველოში პრორუსული ორიენტაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით. როგორც გამსახურდიამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსის თვალსაზრისით არაფერი შეუცვლია, რაც მსგავსი ტიპის განწყობებს შექმნიდა.

 

„კლაპერის განცხადების მიხედვით, საქართველოში შეიძლება შეიცვალოს ევროატლანტიკური ორიენტაცია, რამდენადაც ძალიან დიდია რუსეთის მხრიდან ზეწოლა და ამან შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ამ განცხადებამ ძალიან განსხვავებული რეაქციები გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში. აქ იყო გაკვირვების, დაფიქრების, შეშფოთების და გაბოროტებანარევი სიხარულის რეაქციები.

 

 

მინდა განვაცხადო, რომ ევროატლანტიკური ორიენტაცია, ეს არის ქვაკუთხედი საქართველოს პოლიტიკისა. ეს ასეა ყველა ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, მიუხედავად იმ რევერანსებისა, რომელიც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა „გაზპრომთან“ მიმართებაში, ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხში, ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად. ვერ ვიტყვი, რომ მათ რამე შეცვალეს ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გამსახურდიამ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016