reportiori.ge - გიორგი ტიგინაშვილი: ეს იყო საეკლესიო პირების წინააღმდეგ სპეციალურად დაგეგმილი სპექტაკლი და დისკრედიტაცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:09
საზოგადოება
გიორგი ტიგინაშვილი: ეს იყო საეკლესიო პირების წინააღმდეგ სპეციალურად დაგეგმილი სპექტაკლი და დისკრედიტაცია!
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 14:41


თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში „ნაკურთხი Iphone-ების" თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო საეკლესიო პირების წინააღმდეგ სპეციალურად დაგეგმილი სპექტაკლი და დისკრედიტაცია, რაც იმთავითვე უცნობი იყო იქ მისული სამღვდელო პირისათვის.



„Iphone-ის მაღაზიის კურთხევასთან დაკავშირებით, საეკლესიო საკითხებში უმეცარმა და სამღვდელოების მიმართ მუდმივად ანტაგონისტურად განწყობილმა ადამიანებმა ეს თემა სარკაზმისა და უსულგულო ქილიკის საგნად აქციეს. სინამდვილეში კი, რა იყო აქ დასაცინი და საღლაბუცო, ნეტავ, თუ იციან? ჩვეულებრივ, სასულიერო პირები მორწმუნეთა თხოვნის საფუძველზე, ხშირად აკურთხებენ სახლებს, ყანებს, სასაფლაოებს, სააღმზრდელო, სასწავლო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს. განა რა იყო აქ საღადავო? მღვდელი პატიოსნად მივიდა და დალოცა კონკრეტულ მაღაზიაში მომუშავე ადამიანები, უსურვა მათ ჭერქვეშ მშვიდობა და ღვთის წყალობა, მავანმა კი (მათ შორის მაღაზიის უსინდისო და პროვოკატორმა მენეჯერმა სრულიად უპასუხისმგებლოდ განაცხადა, რომ თურმე დანაკურთხი Iphone-ბი" აქვს გასაყიდად) ეს მობილური აპარატებისგანსულიერებაში" ჩაუთვალა, რაც სრული უტიფრობა და მატრაკვეცობაა.

ეს იყო საეკლესიო პირების წინააღმდეგ სპეციალურად დაგეგმილი სპექტაკლი და დისკრედიტაცია, რაც იმთავითვე უცნობი იყო იქ მისული სამღვდელო პირისათვის. ასეთი სიძულვილი, უნამუსობა და ბოღმა მორიელის ნესტარივით თავში არ წაგერჭოთ, მაგინებელნო! ღმერთმა გონება გაგვინათოს ყველას!

 

P.S. ამ დროს იკურთხება უბრალოდ საზოგადოებრივი გარემო, სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. აქ აბსოლუტურად არ იგულისხმება რაიმე სახის მარკეტინგული წარმატება, რომელიც პიარის სამსახურის პრეროგატივაა მხოლოდ, თუ როგორ გაყიდის პროდუქციას. ასე რომ, მღვდელმა იქ მყოფი პერსონალის წარმომადგენლები დალოცა და არა ტელეფონის აპარტები და აქსესუარები", - წერს გიორგი ტიგინაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016