reportiori.ge - მინისტრების პოზიცია „მე და საზოგადოების“ ირგვლივ აგორებული კამპანიაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:10
პოლიტიკა
მინისტრების პოზიცია „მე და საზოგადოების“ ირგვლივ აგორებული კამპანიაზე
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 21:02



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ეხმაურებიან გარკვეული ჯგუფის მიერ მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოების" დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ემსახურება  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამასთანავე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას და საგნის „მე და საზოგადოება" სტანდარტის პროექტს, იმ ერთადერთ დოკუმენტს, რომელზეც უწყება მუშაობს.   


 

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საკითხებს, რომლებიც მოყვანილი იყო გავრცელებულ პეტიციაში, არანაირი კავშირი არ აქვთ იმ საგნის სტანდარტთან, რომელზეც სამინისტრო თვეების განმავლობაში მუშაობდა. მეტიც, მათი განცხადება წარმოადგენს  ევროკავშირის და სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირ დისკრედიტაციას, რასაც სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება.

 

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საგნის შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე უცვლელად აქვეყნებს იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელიც  საგნის სტანდარტშია ასახული. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება, განცხადებასთან ერთად, იმ ერთადერთ  დოკუმენტს გაეცნოს , რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავდა. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას რათა არ დარჩეს შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ეხება" - აცხადებს თამარ სანიკიძე.


ჩვენს რეალობაში საგნის „მე და საზოგადოების" არსებობა მნიშვნელოვანია. როგორც სტანდარტიდან ირკვევა, ეს საგანი, ერთის მხრივ, ეძღვნება ადამიანის პიროვნულ თავისუფლებებს, მეორეს მხრივ, მისი როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის უფლებებსა და მოვალეობებს. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია  აღნიშნული საგანი ადრეული ასაკიდანვე ისწავლებოდეს, რათა ჩვენი ბავშვები ოჯახისა და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბდნენ.

მიმაჩნია რომ, ის თავდასხმა რაც განხორციელდა ევროპული ღირებულებების მიმართ, ერთმნიშვნელოვნად არასამართლიანი და არასწორია. ეფუძნებაოდა სიცრუეს და მიმართული იყო იმ ღირებულებების შეურაცყოფისკენ, რომლის თანაზიარიც საქართველოც არის.

ალბათ, რთულია წარმოვიდგინოთ ჩვენი კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და ენის დაცვა იმაზე მეტად  ვიდრე ეს ევროკავშირში შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, ეს კამპანია კატეგორიულად გაუმართლებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ საკითხში გაურკვევლობის გამო ბევრი ადამიანი შეცდომაში შევიდა" - აცხადებს დავით ბაქრაძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016