reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:57
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 10:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.  შეხვედრაზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა. პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს. გამოთქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავების იმედი.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.


შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016