reportiori.ge - მუჰამედ კილბა: საქართველოს NATO-ში გაწევრიანება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:46
პოლიტიკა
მუჰამედ კილბა: საქართველოს NATO-ში გაწევრიანება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 11:55


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ სააგენტო „სპუტნიკ-აბხაზიას" განუცხადა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.



მუჰამედ კილბამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების შესახებ.



„საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანება იქნება კარგი შესაძლებლობა, დასავლეთის მხარდაჭერით აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
აღნიშნული ფაქტი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის აგვისტოში ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება არც დღეს და არც ხვალ. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ რუსეთის ფედერაცია მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული სამეკავშირეო შეთანხმება" გახდა დაცვისა და სტაბილურობის დამატებითი გარანტია. იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანების გზაზე და იმ მძიმე პირობების ფონზე, რომელშიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდა, ნათელი ხდება, რომ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერა ჩვენი დამატებითი დაცვა და სტაბილურობის გარანტია გახდა. აქ იგულისხმება ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მკაცრად აკრიტიკებდნენ", - განაცხადა კილბამ.



მისივე თქმით, NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება იმის შესახებ, რომ მაისში დაიწყება პირველი ქართული ასეულის გაწვრთნა, არის იმის დემონსტირება, რომ NATO „ჯერ კიდევ ისახავს მიზნად საქართველოს მომზადებას ალიანსში გასაწევრიანებლად".


 

საქართველო NATO- წევრი რომ აუცილებლად გახდება და ალიანსი ამაში დაეხმარება, ამის შესახებ ექს-გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც აცხადებდა. ამჟამინდელი გენერალური მდივანი ამ მოსაზრებას იზიარებს. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, თბილისს ხშირად სტუმრობენ NATO- მაღალი რანგის წარმომადგენლები და პირობას დებენ, რომ მალე საქართველო ამ დიდი ოჯახის" სრულფასოვანი წევრი გახდება", - განაცხადა მუჰამედ კილბამ.



მუჰამედ კილბას განცხადებით, სწორედ რუსეთის ხელშეწყობით NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ მზად არ არის და MAP-ის მინიჭება „გაურკვეველი ვადით" გადადეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016