reportiori.ge - „ანტრეში“ ჟურნალისტმა ქადაგიძის მრჩევლის კულუარულ საუბარს მოუსმინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:29
საზოგადოება
„ანტრეში“ ჟურნალისტმა ქადაგიძის მრჩევლის კულუარულ საუბარს მოუსმინა
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 13:58


ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:


კობა გვენეტაძეზე გამახსენდა... დაახლოებით 10 დღის წინ მარჯანიშვილზე ანტრეში", სადაც მე დათოს მოლოდინში კოფეს" მივირთმევდი... ბატონი ბაქრაძე (აი ის, 5 ენა რომ იცის და თან ქადაგიძის მრჩეველი რომ არის)... ემუსაიფებოდა ერთ ჩემთვის უცნობ პირს... ეს უკანაკნელი გადიოდა კონსულტაციას, თუ ვისი ლობირების იმედი უნდა ჰქონოდა საჭიროების შემთხვევაში.... აღმოჩნდა, რომ  როგორმე უნდა დაემსახურებინა გედი ფოფხაძის კეთილგანწყობა. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავად ბაქრაძე მოაგვარებდა.... გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდნენ ლარის კურსის სამომავლო დაჭერაზე... აგრეთვე სხვა შესაძლო კანდიდატებზე და მათ შუქ-ჩრდილებზე.... ვინაიდან ანტრე" პატარაა და თავადაც ხმამაღლა საუბრობდნენ, მინდოდა-არ მინდოდა, მაინც ვუსმენდი.... ხლა ვიცანი, რომ ბაქრაძის მოსაუბრე კობა გვენეტაძე ყოფილა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი",- წერს ჟურნალისტი.


„კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ნინო ბურჭულაძემ მათთან მოგვიანებით დააზუსტა, რომ  ამ ბატონების საუბარს „ანტრეში" 29 იანვარს შეესწრო.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად 3 პიროვნება შეარჩია. აქედან 2- ნინო ბურჭულაძის სტატუსში მოხსენებული ბაქრაძე და გვენეტაძე არიან.


შერჩევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გამოთავისუფლებული ადგილისთვის მოხდა. „ფოსტალიონი" 9 თებერვლის სტატიაში ამის შესახებ წერდა და იმ ექსპერტების ვინაობის მოძიებასაც ცდილობდა, ვინც აღნიშნული კანდიდატების შერჩევაში მიიღო მონაწილეობა და რომლებსაც    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა გვარები არ დაუსახელებია.


11 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე დაასახელა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016