reportiori.ge - კომპანია „ზიმოს“ დირექტორი: თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:05
საზოგადოება
კომპანია „ზიმოს“ დირექტორი: თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 16:43


„თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ", - ამის შესახებ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ზიმოს" დირექტორმა ზურაბ კიკნაძემ ციხისძირში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ზურაბ კიკნაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის აქვს და დოკუმენტაციას წარადგენს, „სადაც საჭირო" იქნება. მისივე განმარტებით, მხოლოდ ერთი საბუთი არ აქვს მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.


„აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქით გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.


მისივე განმარტებით, ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები:

 

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი, შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.


ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად იყო მისული. ადგილზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაოების წარმოების შესაბამის დოკუმენტაციას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016