reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:19
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 16:47

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში,  გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

 

მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე.

 

ხაზი გაესვა გააქტიურებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლიტვის პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოების თემებზე იმსჯელეს.

 

 

ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016