არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა თვლის, რომ კონსტიტუციაში აუცილებელია ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა:
„რადგან ასეთი შეკითხვა დაისვა, ე.ი. საზოგადოებაში რაღაც მენტალური ბზარი გაჩნდა, ამას ვიღაცეები ცდილობენ. რადგან ამის აუცილებლობა დადგა, რადგან სოდომ-გომორის თავიდან აცილება გვინდა, შესაბამისად ეს ჩანაწერი აუცილებელია. თუმცა აქვე ვამბობ, მე არ ვიცი, ვინ დაუშალა ლგბტ საზოგადოებას ერთად ყოფნა? რა აუცილებელია ამის გაფორმება ოფიციალურად? დღეს უკვე ქალსა და მამაკაცს აღარ უნდათ ოფიციალური ქორწინებები, ისედაც მშვენივრად ცხოვრობენ. წარმოუდგენელია, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი? მე უბრალოდ მგონია, რომ ეს იმ ორგანიზაციების მიერ ხდება, რომლებსაც უცხო ძალა აფინანსებს. ცხადია, ამ დაფინანსებას თავის შორს მიმავალი გეგმები აქვს, გადაფარვა იმ ძალიან სერიოზული პრობლემების, რომელიც რეალურად ჩვენს რეგიონს აქვს და დღეს უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური არჩევანის წინაშე ვდგავართ, თუ საით წავა ჩვენი ქვეყანა... ცხადია, ვეთანხმები, რომ უნდა ჩაიწეროს", - განაცხადა მოროშკინამ.