ბაია გადაბაძე კურიერის პირდაპირ ეთერში „მაესტროში" განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ასევე იმ ფაქტზე, თუ როგორ მოხდება კომპანიის შემოსავლით უზრუნველყოფა. გადაბაძემ ასევე იმედთან გაფორმულ კონტრაქტზე ისაუბრა, რომელშიც წერია, რომ „რაღაც კონრკეტულ რეიტინგს არ უნდა ჩავცდეთ". მისივე თქმით, მთვლელი კომპანია, რომელიც რეიტინგს ითვლის, „რბილად რომ ვთქვათ, აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩავცდეთ ამას".
„ჩვენ ტელეკომპანია იმედთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება რეკლამის გაყიდვის თაობაზე. ჩვენი მხრიდან ეს ხელშეკრულება არ იქნება დარღვეული იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი საჯარიმო სანქციებია და ასეთივე სანქციები დევს იმედის მხირდან. თუ კრედიტორთა კრება, რომელცი 9 თებერვალს არის ჩანიშინული, ბევრჯერ გადაიდო, რისი ეჭვიც მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი კრედიტორები ანუ მოვალეები, რომლებიც მე მყავს, მათ აქვთ უფლება, დამიყადაღონ ანგარიშები. თუ ეს მოხდა, ტელევიზიის ფუნქციონირება იქნება გართულებული. არსებობს ბევრი ალტერნატიული გეგმა, ასევე ფლობენ ბევრ დოკუმენტს და ახალ მტკიცებულებებს. ტელევიზია, რომელსაც მუდმივად აყენებ კუთხეში და ის იწყებს საკუთარი თავის დაცვას, ცუდად აისახება ხოლმე ქვეყანაზე, მის საგარეო ურთიერთობებზე," - განაცხდა ბაია გადაბაძემ.
წყარო: „რუსთავი2"