ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ის ფულს საზღვარგარეთ შოულობს და ამ ფულით საქართველოში სკოლას აფინანსებს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ის ყველაფერს აკეთებს, ბავშვების განათლებისთვის.
„თუ გგონიათ გიჟი ვარ და მეტი საქმე არ მაქვს, ორი დღე მაქვს სამშობლოში ვბრუნდები ბავშვებს რომ მოვუარო და სიმწრით რასაც ფულს უცხოეთში ვშოულობ ჩამომაქვს აქ, რომ ეს სკოლა დავაფინანსო როგორც შემიძლია.
მე ვიხდი მილიონ ლარს წელიწადში, მაგრამ ყელში მიჭერს და მახრჩობს... მშობლებს ვახდევინებ 500-800 ლარს... ამას იმიტომ კი არ ვყვები, რომ თავი მოგაწონოთ, - არა, ეს არის ჩემი ჯვარი, ჩემი ცხოვრება - ვშოულობ უცხოეთში, რომ აქ ბავშვები წესიერად განათლდნენ.
გგონიათ რომ მეტი საქმე არ მაქვს, რომ თამუნას და ვიღაც გიგაურებს ვეფარიკაო?.. ორი დღე მაქვს, რომ შვილებს მოვეფერო და ვზივარ გამოწკეპილი და თქვენ გეჭიჭყინებით რაღაცას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.