reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ვისაც კი ჩვენ შევხვდით, ყველასგან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:13
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვისაც კი ჩვენ შევხვდით, ყველასგან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 16:44



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნა მსოფლიო ლიდერებისთვის ქვეყნის  დღის წესრიგის გასაცნობად გამოიყენა.


"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ქვეყნების ლიდერები ხვდებიან, საუბრობენ უსაფრთხოების სიტუაციაზე და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დღის წესრიგი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა გეგმები გვაქვს და რა პრობლემები გვაქვს, ინფორმაცია წარმოვადგინოთ საერთაშორისო პლატფორმაზე,"- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, რომელთაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გამოითქვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სრული მხარდაჭერა.


"იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველას მხრიდან, ვისაც კი ჩვენ შევხვდით. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ბევრი ლიდერი და გვქონდა სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები. ყველა მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ. ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა იმისთვის, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების კუთხით ჩვენი პრობლემები ოკუპაციასთან მიმართებაში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერმა ასევე მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს მონაწილეობას კონფერენციის თემატურ პანელზე, სადაც წარმოდგენილი იყო ბალკანეთის ოთხი ქვეყანა, რომელთაგან ორი ევროკავშირის წევრია. მისივე თქმით, პანელის მოდერატორი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და "თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს უკვე განიხილავენ ამ ქვეყნების რიგში, არის ძალიან დადებითი."


მიუნხენის ვიზიტის შეფასებისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატების შესრულებას, რაც მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო.


"ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგს გარშემო. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე შევასრულეთ. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და აქ უკვე საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი განცხადება პანელზე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს  ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რეგიონში გვაქვს.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი დაიდოს ამ კუთხით,"- აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებს და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ეთიკური წმენდის, სამხედრო ტყვეების წამების და სხვა დანაშაულებათა გამოძიების აუცილებლობის საკითხი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016