reportiori.ge - მწერალთა საყურადღებოდ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:56
პრეს-დაიჯესტი
მწერალთა საყურადღებოდ!
ავტორი:
22 ნოემბერი, 2013. 17:40

ძვირფასო მწერლებო!

ლიხს იქითურნო და ლიხს აქეთურნო!

აქა-ურნო და იქა-ურნო!

ზემო-ურელნო და ქვემო-ურელნო!


ამბავი მოვიდა, რომ ამხანაგ მიშველაძეს მოუნდომებია თქვენი დაშინება (დაშანტაჟება) კავშირიდან გარიცხვით!

განა არ იკითხეთ: როგორ შეუძლია ერთ მიშველაძეს და ხუთიოდე „ბუდაყს" მწერალთა კავშირის 250 თუ 300 წევრის გარიცხვა?..


უფრო ადვილი არ არის 250-მა თუ 300-მა მწერალმა გარიცხოს ერთი მიშველაძე და 5-იოდე „ბუდაყი" მწერალი, რომლებიც ვერ გრძნობენ, დრონი და მოვლენები რას გვკარნახობენ?!.


თუმცა არც მწერალთა ეროვნული აკადემიის და არც მწერალთა კავშირის წესდებაში არ წერია,რ ომ მწერალს რომელიმე სხვა ორგანიზაციაში ყოფნა ეკრძალება! მწერალი თავისუფალია არჩევანში, იგი უნივერსალია და მას შეუძლია, სადაც უნდა და როგორც უნდა, იქ და ისე გაწევრიანდეს.


გასაკვირია, როგორ ბედავს უტიფარი მიშველაძე, მწერლობას ასეთ რამეს კადრებდეს, ემუქრებოდეს და ცხოვრების განრიგს უდრენდეს?!


ჩვენი ამოცანაა: საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია იქცეს ერთგვარ ოაზისად XXI საუკუნის სულიერი და ზნეობრივი კვდომის უდაბნოში... ჩვენი ამოცანაა: გადავარჩინოთ და დავიცვათ ყველა ნიჭიერი მწერალი-მწიგნობარი და გავაჯანსაღოთ ერის საარსებო სივრცე - ზოგადად! მწერალს (თუ ის ჭეშმარიტი მწერალია) აქვს საამისო ვალი და მისია!


აკადემია არ უპირისპირდება მწერლობას! პირიქით, იწვევს ღირსეულთ და მოიხმობს თავისთან: ყველას, ყველა თაობის, ყველა ჟანრის ჭეშმარიტ მოღვაწეს...


მწერალთა ეროვნული აკადემია ერთია! იგი უნდა იქცეს ქართული ისტორიული სამწერლო - მწიგნობრული აკადემიების ღირსეულ მემკვიდრედ; ჩვენ ახლა ვიწყებთ რთულ პროცესს - საკმაოდ წარმატებით და აქტიურად, ბევრი რამ იხვეწება და უფრო დაიხვეწება!


აკადემია არ შეზღუდავს მწერლურ ასოციაციებს და გაერთიანებებს - პირიქით - ის შემოიკრებს ნიჭიერ (პატრიოტ) მწერლებს - როგორც სპორტსმენებს იწვევენ უმაღლეს ლიგაში...


აკადემია იქნება მამულის და ერის ინტერესთა დაცვის „ზიკურატი", რომელიც, თავის მხრივ, დაიცავს და აღადგენს მწერლის სტატუსსა და ავტორიტეტს - მისცემს მას „არსობის პურს".


ვინ უკრძალავს მწერლებს მწერალთა ეროვნულ აკადემიაში შესვლას? - საიდან მოდის ეს სიშლეგე?


„მიშველაძეებს" ჩაუდენიათ ასეთი რამ - ლექსო დორეული „გაურიცხავთ" მწერალთა კავშირიდან - მათი უზნეობის მიმართ გამოხატული პროტესტისთვის და სიტყვის შებრუნებისთვის! ეს 22 წლის უნიჭიერესი შემოქმედი ახლა აკადემიის ახალი თაობის ლიგის ლიდერია და შესანიშნავად უძღვება ნიჭიერი თაობის შემოქმედებით პროცესებს!


მიშველაძეს და რამდენიმე „ბუდაყს" სასამართლო საკამზე დაჯდომა მოუწევს ამისთვის და იმისთვისაც, თუ რა ძარცვა-გლეჯაც მოუვლინეს მათ მწერალთა ქონებას - რა უზნეობანი და გადაცდომანიც უქციეს წესად მწერალთა ამ გაერთიანებას და, ბოლოს და ბოლოს, უღირსებო თვლად აქციეს ამ „სოლომონის მკვდრებმა"!!.

ახლა „მიშველაძეები" „ხელს უშლიან" მწერლებს და მწერლობას, რომელთაც სურთ, „საკუთარ თავს" დაემგვანონ და მიუახლოვდნენ აკადემიას! - ეს არ გამოუვათ...


და ბოლოს, ჟურნალ „რეიტინგში" ამოვიკითხე „მიშველაძის შიზოფრენიული ტექსტი," სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ, თურმე თავის დროზე მე, ჯემალ დავლიანიძეს, ალეკო გაბელაიას და კიდევ რომელიღაცა მწერალს ის მწერალთა კავშირიდან გაგვრიცხავს!.. მე ვერ ვიხსენებ, ეს როდის და როგორ მოხდა, მაგრამ, თუ მართლაც იყო ასეთი რამ, ძალიან კარგი გვიქნია! ჩვენ ერთხელაც ყველანი მივალთ მწერალთა ყრილობაზე და ამ უზნეობას დავასრულებთ...


ძვირფასო მწერლებო! იყავით იქ, სადაც გნებავთ, როგორც გინდათ! სადაც ზნეობრივი და კომფორტული იქნება თქვენთვის - იქ იყავით!


ჩვენი მისიაც სწორედ მწერლის და მწერლობის დაცვა და  გაძლიერებაა, უპირველეს ყოვლისა, რომ შემდგომ თვით მწერალმა დაიცვას და მოუაროს საკუთარ სამშობლოს.


ამიტომაც ჩვენ ვამზადებთ საგანგებო „ფონდებს", დაცვის სხვადასხვა სისტემას მწერლებისთვის, ვფიქრობ, ამას შევძლებთ!


პატივისცემით

მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,

კადემიის ტრადიციათა ცოდნის კათედრის გამგე

კობა არაბული

 

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016