reportiori.ge - თითქმის ყველაფერზე და სინამდვილეში არაფერზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:23
პრეს-დაიჯესტი
თითქმის ყველაფერზე და სინამდვილეში არაფერზე!
ავტორი:
28 ნოემბერი, 2013. 18:55

როგორც „წმინდა წერილი" იტყობინება, ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა!


ბატონმა ივანიშვილმა კი ახალი საქართველოს მშენებლობას მხოლოდ 5 დღე მოანდომა!


პირველ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით ჩამოიშორა!


მეორე დღეს ახალი პარლამენტი დააკომპლექტა!


მესამე დღეს გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აგვარჩევინა!


მეოთხე დღეს მთავრობის წევრებს ახალი პრემიერ-მინისტრი წარუდგინა!


მეხუთე დღეს კი ხელები მოიფშვნიტა, შუბლზე ოფლი მოიწმინდა და, როგორც ჯაფით დამაშვრალ ადამიანს სჩვევია, საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცა!..


ჩვენ კიდევ დიდი თავსატეხის წინაშე დაგვაყენა! -


მიდი და არკვიე ახლა, ჩვენს ტურფა საქართველოში პრეზიდენტია ქვეყნის პირველი პირი თუ პრემიერ-მინისტრი?!


კიდევ უფრო ძნელი გასარკვევი ის არის - პრემიერ-მინისტრის საყვარელი მეუღლეა ქვეყნის პირველი ლედი თუ პრეზიდენტის საყვარელი ქალბატონი?!


დღესავით ნათელი კი ერთი რამ არის - ყველაფრის უფროსად ჯერჯერობით ივანიშვილი რჩება!


ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ კაცის გარეშე, ხელს ვერ გაანძრევს ვერც ერთი ხელისუფალი!..


ასევე, ამ კაცის გარეშე, პირს ვერ გააღებს ვერც ერთი პასუხისმგებელი პირი!...


და, რაც მთავარია, ივანიშვილისგან დასტურის მიუღებლად, ციხეში ვერ ჩაჯდება მიხეილ სააკაშვილი!..


***

თავის ძირითად ფუნქცია (ლიტერატურას!) დაუბრუნდება „ლიტერატურული საქართველოც"!


ამიერიდან ბულბულის სტვენა და შაშვის გალობა უფრო ხშირად შემოგესმებათ ამ გაზეთის ფურცლებიდან, ვიდრე მისი რედაქტორის ხაფი ხმა და საბრძოლო ყიჟინია!..


ამჯერად ეს „სამშვიდობო სერიალები" ბრწყინვალე პოეტი ქალის, მანანა ჩიტიშვილის ლექსით „შაშვი გალობს" დავიწყოთ!..


აქვე, მალე ნომერში თავიანთ ლექსებს „ვაჟი პოეტებიც" დააგუგუნებენ!..



შაშვი გალობს


ტყემლის ტოტზე შაშვი გალობს,

თაფლ-ბადაგში ნისკარტს ილბობს,

ზოგჯერ შაირს ჩამომარცვლის,

ზოგჯერ უცხოდ მუნასიბობს.


ტყემლის ტოტზე გალობს შაშვი,

ირინდება ირგვლივ არე...

შაშვო, შავი გიხდება, თუ

ვინმეზედ ხარ მგლოვიარე.


შე ჩამქრალო ნაღვერდალო,

დაგელოცოს მოდგმა, გენი,

შევარცხვინე შენთან ყველა

მუტრიბნი და მეჩანგენი.


ჰანგო, ღვთაებრივო ჰანგო,

ალბათ უფლის კალთას იშვი,

უსმენს არე განაბული

ბაღის ჩემის სარაჯიშვილს.


უნდა ყოველს გაერიდო,

როგორც ჭკვიანს, ისე - ობროდს,

ახალი დღის მოლოდინში

ამ შაშვივით იგალობო.


ისე უნდა იგალობო,

ნიჭი უნდა გეყოს ესდენ,

ხმაში წვეთდეს გოლეული,

ყელშიც ბულბულები გესხდნენ.


უნდა ისე იგალობო,

ყურს კი არ ატკბობდე მხოლოდ,

გულისგულში ძარღვი როა,

აის ძარღვი შეათრთოლო.


ტყემლის ტოტზე შაშვი გალობს,

თაფლ-ბადაგში ნისკარტს ილბობს,

ზოგჯერ შაირს ჩამომარცვლის,

ზოგჯერ უცხოდ მუნასიბობს.

 

თამაზ წივწივაძე

 

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016