რომ დღეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს. დღეს არ არის ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო, რაც სამწუხაროდ, ამ დღეებში ისევ ხდება. ამგვარი ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. მოგეხსენებათ, ჟენევაში მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ მოლაპარაკებების მიუხედავად, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაამუშაონ თავიანთი მიწები, მოინახულონ მეგობრები, წინაპართა საფლავები. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, რომელიც ამ რეგიონში ხელოვნური ბარიერების აღმართვას გაამართლებს“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკული კუთხეები შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი პროექტია. როგორც აშშ-ის საელჩოში განმარტავენ, პროექტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას შეერთებული შტატების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელების გზით. ამერიკული კუთხეები საქართველოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის ღიაა, ხოლო კოლექციებით სარგებლობა უფასოა.