reportiori.ge - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 23:01
რეგიონები
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია
ავტორი: ანა შანიძე
03 დეკემბერი, 2013. 16:24

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობის შეზღუდვა დიდთოვლობამ და მისაბმელიანი ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურებამ გამოიწვია.

 
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. ტრაილერი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 148-ე კილომეტრზე, სოფელ ხევთან მრუდმოსახვევიან მონაკვეთზე მოცურდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის გამოც გზაზე საცობი წარმოიქმნა. ავტოტრანპორტის საცობის გამო ტრაილერის გზიდან გადასაყვანად დამხმარე ტექნიკის ადგილზე მიყვანა გართულდა, რის გამოც საცობი უფრო გაიზარდა. 


შემთხვევის ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი საგზაო სამსახურები არეგულირებენ. მოცურებული ტრაილერის გვერდით გზა გათავისუფლდა, სადაც შესაძლებელია ავტომანქანების ერთ მწკრივად გატარება. 


ვინაიდან საცობი ძალიან დიდია, მოძრაობის რეგულირება გარკვეულ დროს მოითხოვს. გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნილი სირთულე მალე აღმოიფხვრას, თუმცა მდგომარეობას ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც უღელტეხილზე ხილვადობა ძალიან დაბალია", - აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016