ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ევკალიპტის ორი ხე 3 მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, რომ სამაშველო სამსახური, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში 24 სთ-იან რეჟიმში იმუშავებენ და მაქსიმალურად ეცდებიან, ბათუმი-ბარცხანის საავტომობილო გზაზე მოძრაობა უმოკლეს ვადაში აღდგეს.
„უკვე მეორე დღეა, მთელი მობილიზაციით ვასრულებთ სამსახურებრივ მოვალეობას. ძლიერი ქარი და შტორმი სინოპტიკოსების ცნობით, დღის ბოლომდე გაგრძელდება, ამიტომ სამაშველო სამსახური, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში 24 სთ-იან რეჟიმში ვიმუშავებთ. ძლიერი შტორმი და ქარი ამ წუთებშიც გრძელდება აჭარაში და ზოგიერთ ადგილზე მუშაობას ვერ ვახერხებთ", - აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე.