reportiori.ge - The National Interest: ორმა ლიდერმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა პოლიტიკური ფრონტის ხაზი დატოვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:32
მედია
The National Interest: ორმა ლიდერმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა პოლიტიკური ფრონტის ხაზი დატოვა!
ავტორი: ანა ნოდია
04 დეკემბერი, 2013. 13:00

ორმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, რომლებიც დომინირებდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, დატოვეს პოლიტიკური ფრონტის ხაზი. ახლა, როდესაც საქართველო ვარდების რევოლუციის ათი წლისთავს აღნიშნავს, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ახლანდელმა მთავრობამ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას მიაღწია ევროპასთან და ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა", - საქართველო ტიტანების შემდეგ, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest კავკასიის მკვლევარის, კარნეგის ცენტრის ექსპერტის თომას დე ვაალის სტატიას.


სტატიის ავტორი წერს, რომ "სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ უარი თქვა ბევრ უფლებაზე. მისი მოწინააღმდეგე ივანიშვილი, პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ სავარაუდოდ, კულუარებიდან რჩევებს მისცემს მთავრობას. თომას დე ვაალი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ორი გამოუცდელი პიროვნება მართავს. შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ამ ორმა გამოუცდელმა ლიდერმა შესაძლოა, საქართველო ისეთ სიტუაციამდე მიიყვანონ, როდესაც დიდი დემოკრატიის ფონზე ადგილი აქვს სუსტ მთავრობას, ცუდ ეკონომიკურ მმართველობასა და განსაკუთრებული ინტერესების მანიპულაციას. კარგი სიახლე კი ისაა, რომ მემკვიდრეობის განხრით დიდად არაფერი შეცვლილა: საჯარო სექტორში ბევრმა შეინარჩუნა თავისი ადგილები, საგარეო პოლიტიკის კურსი კვლავ პროდასავლურია. სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა იმის ძახილს მოუკლეს, რომ ივანიშვილი კრემლის აგენტია და მისი ხელისუფლებაში მოსვლით საქართველო რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდება. რაც არ უნდა ითქვას, საქართველოს ორ ახალ ლიდერზე, არც მარგველაშვილსა და არც ღარიბაშვილს არა აქვთ რამე განსაკუთრებული კავშირები რუსეთთან და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს უკავშირდება"


თომას დე ვაალი სტატიაში ეკონომიკის ზრდის საკითხსაც ეხება.

 

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ბოლო 9 თვის განმავლობაში 1,7%-მდე დაეცა. საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ზოგიერთი უცხოელი ანალიტიკოსი, ამას პოლიტიკური გაურკვევლობით ხსნის, რაც კოჰაბიტაციის პერიოდს უკავშირდება და ასევე სააკაშვილის მიერ ინიცირებული ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერებით. მაგრამ ამიერიდან ქართულ ოცნებას" სრული ძალაუფლება გააჩნია და მხოლოდ თავის თავს თუ დააბრალებს წარუმატებლობას", - წერს ავტორი. 


სტატიის ავტორი ვილნიუსის სამიტსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ვილნიუსი ამ პროცესის დასაწყისია და არა დასასრული. სრულ შეთანხმებას ხელი მოეწერება მხოლოდ გაისად. სხვა ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების გამოცდილება გვეუბნება, რომ ამ პროცესის ყველაზე რთული ნაწილი დასაწყისშია, როდესაც ნაკისრი ახალი რეგულაციები ტვირთად აწევს ქვეყანას მანამ, სანამ ღია ვაჭრობის უპირატესობებს მიიღებს. პოსტვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონს მოუწევს ახალი როლის მორგება. ის არგუმენტები, რომ საქართველო ცივი ომის ბრძოლის ველია ან მთავარი სტრატეგიული მოკავშირე", საბოლოოდ შეიძლება დავიწყებას მიეცეს. საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ევროპასთან უფრო მჭიდრო და ახლო ინტეგრაციაა", - დასძენს სტატიის ავტორი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016