logo_geo
eng_logo
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე გვარამიას: გავიხდი მანტიას და დავტოვებ თანამდებობას, თუ თქვენი ნათქვამი დადასტურდა
- +

31 მაისი. 2016. 15:59



„შეურაცხმყოფელი" უწოდა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის შესახებ გადაწყვეტილება უკვეა დაწერილია.



მოსამართლემ ნიკა გვარამი ტესტის ჩატარება შესთავაზა. კერძოდ კი, დალუქული პაკეტით იმ გადაწყვეტილების მოტანა მოითხოვა, რომელიც თითქოს იუსტიციის მინისტრის დავალებით უკვე დაწერილია. თუმცა თანხმობა ვერ მიიღო.


 

წინა პროცესზე თქვით, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისიც თქვით, რომ იცით ნიუანსები. წაკითხული გაქვთ?! მე გთავაზობთ ასეთ რამეს, ღია საჯარო სხდომაზე, როდესაც მოვა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ჩვენ გამოვაცხადებთ „რუსთავი 2"-ზე გადაწყვეტილებას, თქვენ (ნიკა გვარამიას მიმართავს) პარკში, დალუქული იქონიეთ ის გადაწყვეტილება, ვიღაცის დაწერილი და საჯაროდ გახსენით და თუ დაემთხვევა ჩვენმიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, თქვენი სასარგებლო იქნება თუ საწინააღმდეგო, საჯაროდ ვაცხადებ, გავიხდი მანტიას და დავტოვებ ჩემს თანამდებობას და თქვენ სრული უფლება გექნებათ, აღძრათ ჩემს მიმართ საქმე. ჩავატაროთ ეს ტესტი. გავხსნათ საჯაროდ ის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია", - განაცხადა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ სასამართლო პროცესზე.


ნიკა გვარამიამ მოსამართლის საპასუხოდ განაცხადა: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ ვაპირებ თამაშებს, მითუმეტეს მანტიის გახდაზე", რასაც მოსამართლის რეპლიკა მოჰყვა. გვარამიამ ნათია გუჯაბიძეს არ მისცა საუბრის საშუალება, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner