logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

1 ივნისი. 2016. 11:10


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსონ ენგოიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით.



სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თბილისში, ბაბუციძის ქუჩაზე, შპს „ორი ნაბიჯის" მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ ენგოიანმა ოჯახური კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  მეუღლის მამას - ედუარდ არზუმანიანს მოკვლის განზრახვით დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. ედუარდ არზუმანიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე  საათში  გარდაიცვალა.



სამართალდამცველებმა სამსონ ენგოიანი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს.



სასამართლომ ბრალდებულ სამსონ ენგოიანს  10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner