logo_geo
eng_logo
„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება
- +

1 ოქტომბერი. 2019. 11:44

 

 

5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

 

მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა. 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

 

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.

 

„თბილისობის“ დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ-მუსიკის თანხლებით.

 

„თბილისობა 2019“

პროგრამა

 

5 ოქტომბერი

 

რიყის პარკი

12:00 – 20:00

 

  • ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
  • ტკბილეულის ფესტივალი
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
  • საბავშვო კონცერტი
  • ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
  • სპორტული აქტივობები
  • ,,მულტიეთნიკური თბილისი”

 

ორბელიანის მოედანი

12:00 – 20:00

  • ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
  • ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
  • ,,ORBELIANI OPEN MARKET”
  • მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")
  • პროექტი „გვიდირიჟორე“

 

 

ლეღვთახევი

12:00-22:00

  • „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

 

მეტეხის ხიდი           

12:00-18:00

  • სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

 

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

 

ორბელიანის მოედანი 

  • 14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
  • 20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

 

 

6 ოქტომბერი

 

რიყის პარკი

12:00 – 20:00

  • ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
  • ტკბილეულის ფესტივალი
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
  • საბავშვო კონცერტი
  • ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
  • სპორტული აქტივობები

 

ორბელიანის მოედანი

12:00 – 20:00

  • ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
  • ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
  • ,,ORBELIANI OPEN MARKET”
  • მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")

 

  • პროექტი ,,გვიდირიჟორე”

 

ლეღვთახევი

12:00-22:00

  • „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

 

მეტეხის ხიდი           

12:00-18:00

  • სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

 

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

 

ორბელიანის მოედანი

  • 17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

 

ევროპის მოედანი     

  • 20:00 სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENSE” - საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner