logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობის საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს
- +

14 ნოემბერი. 2019. 10:43

 

 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა აუცილებელია.

 

რუსულ მედიასთან საუბრისას კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობას კავკასიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ეს მაგისტრალი აშენდება.

 

„ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობის საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გზაა ჩვენთვის და კავკასიისთვის. იტუმ-კალედან (სოფელი ჩეჩნეთის სამხრეთში) საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, იქიდან მიდიხარ თურქეთის გავლით ევროპამდე. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, კერძოდ, საქართველოსთან“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

 

ჩეჩნეთის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც „იციან ისტორია, იციან, როგორ ცხოვრობდნენ წინაპრები“.

 

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია, რათა შესაბამისმა უწყებებმა მომავალში ამ საკითხზე იმუშაონ.

 

„ჩვენ ამ საკითხებს ვაყენებთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ დღეს დავაყენებთ საკითხს, ის ხვალვე გადაწყდება. ჩვენ ვამბობთ, რომ არის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების აუცილებლობა და სურვილი, რომ მომავალში შესაბამისმა უწყებებმა დაამუშაონ ეს საკითხი“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

 

რამზან კადიროვს იტუმ-კალე-შატილის გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ასეთი განცხადება მან საჯაროდ 2018 წელს გააკეთა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner