logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მოსალოდნელი იყო, რაც ახლა ქუჩაში ხდება და ისიც ვიცოდით, რომ გუნდში რყევები იქნებოდა
- +

18 ნოემბერი. 2019. 14:47

 

 

„არ შეიძლება, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდე და არ გრძნობდე პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, არ შეიძლება, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდე და არ გრძნობდე პასუხისმგებლობას. ისიც მოსალოდნელი იყო, რაც ახლა ქუჩაში ხდება და ისიც ვიცოდით, რომ გუნდში რყევები იქნებოდა, მაგრამ ჯობს, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანამ მშვიდად იცხოვროს, ვიდრე შევეგუოთ დროებით, მოჩვენებით სიმშვიდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი დამშვიდდება. სიტყვისა და გამოხატვის უფლებები უნდა შენარჩუნდეს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, ამჯერად ამ წერილში დაბალანსებული და ზომიერი პოზიციაა დაფიქსირებული. პარტნიორები გვირჩევენ, გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესის სწორად მართვა. ჩვენ ამისათვის მზად ვართ. ცალკეული კონგრესმენის განცხადება კი, ცოტა არი იყოს, გასაკვირი და მიუღებელია. ისინი პირდაპირ მოითხოვენ, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, როცა თავად აქვთ არათუ შერეული, სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner