logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის
- +

13 დეკემბერი. 2019. 12:30

 

„არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, ფიქრობს, რომ უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა საჭირო იყო.

 

„ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა. საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ედავებიან. ამიტომ გამიჭირდება პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული“, - განაცხადა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner