logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პერსპექტივაში, გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს
- +

13 დეკემბერი. 2019. 13:07

 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზე კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს და ალბათ, ჩვენც უნდა გვქონდეს, მაგრამ პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლურ ევროპულ ქვეყანას აქვს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მოსამართლეთა არჩევაზე ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას გამოეხმაურა.

 

დეპუტატის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისეთი მექანიზმი არ ყოფილა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ჯანსაღად წარმართვის მიზნით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიმუშავა.

 

„საერთაშორისო ექსპერტებს გარკვეული პრეტენზია აქვთ გამჭვირვალობაზე. ვფიქრობ, ქართულ სასამართლოს მომავალში, საერთაშორისო რეიტინგებში გამოკვეთილი კონტურები ექნება და ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ იმავე ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს, საშუალება ექნებათ, დარწმუნდნენ, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას შემდეგ, რაც ეს ორგანო აბსოლუტურ მიწასთან იყო გასწორებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner