logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რა პერფორმანსზეა საუბარი, ჩვეულებრივი მავნებლობაა და ადამიანის სიცოცხლის გარისკვა
- +

13 დეკემბერი. 2019. 18:14

 

„ღლიცენებენ“ და კომენტარებს აკეთებენ, რა პერფორმანსზეა საუბარი, ჩვეულებრივი მავნებლობაა და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვა“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გუშინ სასესიო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს.

 

მისი თქმით, დარბაზში სუნი ისევ არის.

 

„უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებითი რისკების გამოსარიცხად ალბათ, ჩვენ სპეციალურ სამსახურებს მოვიყვანთ. გუშინდელი დამუშავების შემდეგ ის შეგრძნება, რაც დარბაზში იყო, იმ ხარისხით არა, მაგრამ მაინც არის. ასეთი მავნებლობა მათ სახეს აჩვენებს. მავნებლობა ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რისკის სახით დაატყდა თავს დამლაგებელ ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად კარგი არ აქვს. გთხოვთ ამ სიტუაციას ყურადღება მიაქციოთ და აქცენტი პოლიტიკოსზე კი არ გავაკეთოთ, არამედ ადამიანზე, რომელიც პარლამენტის აპარატის რიგითი თანამშრომელია და რომლის სიცოცხლეც გუშინ რისკის ქვეშ იდგა. დღეს გამოდიან და „ღლიცენებენ“, კომენტარებს აკეთებენ, თითქოს პერფორმანსი იყო. რა პერფორმანსზეა საუბარი. ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვაა. „ფეისბუქში“ თვითონ პოსტავენ, ამას ცხოველებზე გამოიყენებენო. რა გარანტია ჰქონდათ, რომ ამ ექსპერიმენტის ჩატარების დროს ამ ყველაფერს რაღაც ფატალური შედეგი არ მოჰყვებოდა. ეს საშინელება რატომ გააკეთეს, მართლა წარმოდგენა არ მაქვს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე და დასძენს, რომ ამას ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner