logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ჩემთვის მოულოდნელი ის იყო, რომ…
- +

15 დეკემბერი. 2019. 00:07

 

„მოკლედ, მიჭირს რაიმე ლოგიკის პოვნა ამ ყველაფერში და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს დიდად, ნინო ბურჯანაძე სად წავა და წამოვა“,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ითქვა, რომ ბურჯანაძის ვიზიტი იყო წინასწარ დაგეგმილი, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაშიც იცოდნენ. ჩემთვის მოულოდნელი ის იყო, რომ ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გაშუქდა. ბურჯანაძის სტატუსი ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ ასეთი ყურადღება დაეთმოთ. რაში დასჭირდათ ეს, არ ვიცი. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვიზიტი შეიძლება რაღაც ოპერაციის ნაწილია. თუმცა, ეს ყველაფერი ისე ღიად მოხდა, კონსპირაციის ხიბლიც დაიკარგა. ერთ ვერსიად ითქვა, ეს დაიგეგმა იმიტომ, რომ ეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ამ ვიზიტისთვის დაემთხვიათ  და ამით ქულები ბურჯანაძეს ჩაეწერაო, თუმცა, რამდენიმე დღე გავიდა და ესეც არ მოხდა. ამასობაში გავა ეს ორი თვე და გაფრინდაშვილს ისედაც გამოუშვებენ. მოკლედ, მიჭირს რაიმე ლოგიკის პოვნა ამ ყველაფერში და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს დიდად, ნინო ბურჯანაძე სად წავა და წამოვა, მას, ფაქტობრივად, პარტია არც აქვს, მარტო მაგან და გიგლა ბარამიძემ რა უნდა ქნან?“ -აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner