დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:25 საათზე დაფიქსირდა.
3.0 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 38 კმ.-ში, სოფელ ცუმურიდან 21 კმ.-ში დაფიქსირდა.