სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაღუპულ თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.