ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მან ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აშშ-ს ქვეყნიდან ჯარები დაუყოვნებლივ გაჰყავს. ინფორმაციას „როიტესი“ ავრცელებს.
მისი თქმით, პროცესი სამ დღეში უნდა დასრულდეს.
„მსგავსი წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ჩვენ ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და თავდაცვის უწყებასთან კავშირზე, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები“, - აცხადებს მინისტრი.