logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: NDI-ის ქართული ოფისის საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდება
- +

20 იანვარი. 2020. 18:45

 

„CRRC-საქართველოს“ მიერ შესრულებული სოციოლოგიური კვლევები, მათი უზუსტობისა და რეალობასთან რადიკალური აცდების გამო, „ენდიაის“ იმიჯსა და ავტორიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მიერ სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების კვალდაკვალ „ენდიაის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორტონი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა: „ვისაუბრეთ იმ სირთულეებსა და გაუგებრობებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ახლავს კვლევების მეთოდოლიგიას. ვიცით, რომ მმართველ გუნდს აქვს გარკვეული კითხვები და წუხილები პოლიტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენს კვლევით პარტნიორზე „CRRC-საქართველოზე“ და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „CRRC-საქართველო“ „ენდიაის“ მხრიდან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს“.

 

მოკლედ, ქალბატონმა თორნტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში „ენდიაის“ ოფისი არ აპირებს, ურთიერთობა გაწყვიტოს ქართულ ორგანიზაციასთან, რომლის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც არჩევნების რეალურ შედეგებს არასდროს ემთხვევა და შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილის სრულ უნდობლობას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ „CRRC-საქართველოს“ მიერ შესრულებული სოციოლოგიური კვლევები, მათი უზუსტობისა და რეალობასთან რადიკალური აცდენის გამო, „ენდიაის“ იმიჯსა და ავტორიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს, „ენდიაის“ ქართული ოფისი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მაინც ჯიუტად აგრძელებს. აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას ლოგიკური კითხვა: რის ფასად მიდის „ენდიაი“ იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ეჭვმიტანილ ორგანიზაციას ცოცხალი თავით არ ელევა და მასთან თანამშრომლობით საკუთარ ავტორიტეტსა და სანდოობას ლაფში სვრის? ლორა თორნტონისადმი დაქვემდებარებული „ენდიაის“ ქართული ოფისის საქმიანობა აშკარად იძლევა საფუძველს გონივრული ეჭვისათვის, რომ ეს ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდება!“ - წერს ხუბუა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner