logo_geo
eng_logo
საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს
- +

22 იანვარი. 2020. 12:12

 

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული  ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების  შემდეგ, 2020 წლის  22 იანვარს, 13:00 საათზე,  საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს.

 

საპროკურორო საბჭო, სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის  „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის, 2019 წლის 16 დეკემბრის N2 განკარგულების N1 დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს.   

 

სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრები, ასევე, იმსჯელებენ  გენერალური პროკურორობის   კანდიდატის შერჩევის წესზე  და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner