„ევროპაში „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჭირხვნაი საკვირველი ორი საკითხით იყო გამოწვეული...“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„ევროპაში „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჭირხვნაი საკვირველი ორი საკითხით იყო გამოწვეული - 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რატომ ჩაშალეთო და ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებს პოლიტიკურად რატომ დევნითო? მოკლედ, ევროპარლამენტარებმა ისეთები არახუნეს, გეგონებოდა, ანდრიუს კუბილიუსის, რაფაელ გლუკსმანისა თუ რასა იუნკიავიჩენეს ხმით გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და სალომე სამადაშვილი მეტყველებდნენ. ისე კი, მართლა საინტერესოა, ვინ უწერს ტექსტებს ამ ნაცმიდრეკილ ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასე გესლავენ?!
მაგალითად, ევროდეპუტატი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც ერთ დროს ლიტვის პრემიერ-მინისტრი იყო, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, ეს პარტია კი, მოგეხსენებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური პარტნიორია და ოდითგანვე გვახსოვს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პროტექტორი“, - წერს ხუბუა.