logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებით რუსეთის საქმე კეთდება!
- +

30 იანვარი. 2020. 14:50

 

არჩევნები ყველგან ციებ-ცხელებაა და ესეც კრიზისია. ეს კრიზისები ვის აწყობს?“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ POSTV“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებით რუსეთის საქმე კეთდება! ეს განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მოხდეს. დავუშვათ მოხდა კიდეც ოპოზიციის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს. სხვა თემა ხომ ოპოზიციას არც აქვს. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, სადაც სამთავრობო კრიზისი იქნება, თუ „ოცნებამ“ ვერ მოახერხა დაკომპლექტება. იმიტომ რომ ოპოზიციონერებმა წინასწარ მისცეს ერთმანეთს პირობა, რომ „ოცნებასთან“ სამთავრობო კოალიციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. არჩევნების შემდეგ კრიზისი დადგება. არჩევნები ყველგან ციებ-ცხელებაა და ესეც კრიზისია. ეს კრიზისები ვის აწყობს?“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner