logo_geo
eng_logo
გიორგი გონაძე: ჩვენი პოზიციაა, ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა და კომპეტენტური დასკვნა დაიდოს, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს „ონის კასკადის“ მშენებლობამ
- +

31 ივლისი. 2020. 02:55

 

 

 

ონის კასკადთან“ დაკავშირებით, ორაზროვანი შეხედულებაა. მოსახლეობის ერთი ნაწილი ეთანხმება მის აშენებას და არიან მოწინააღმდეგეებიც, - ამის შესახებ ​რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გიორგი გონაძემ „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უნდა ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა და დაიდოს კომპეტენტური დასკვნა, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ონის კასკადის მშენებლობამ.

 

ჩვენი პოზიციაა, რომ ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა და კომპეტენტური დასკვნა დაიდოს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს „ონის კასკადის“ მშენებლობამ და ამის შემდგომ მოხდეს განხილვა მოსახლეობაში. სამწუხაროდ, რაჭა გამოირჩევა სტიქიური მოვლენებით და სასურველია პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს. რამდენი წლის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით მოხდა და გარკვეულ უბნებზე ძალიან კარგი შედეგი მოგვცა ამან“, - განაცხადა გიორგი გონაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner