არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტის საქმიანობა შეაფასა.
ორგანიზაციის კვლევები მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ 73 დეპუტატიდან, პირველ ადგილზე კობა კობალაძის ბიურო გავიდა.
„პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.
აგრეთვე, შეფასდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობა.
მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, შესაბამისი წესით აღრიცხული მოქალაქეთა ზეპირი და წერილობითი მიმართვების რაოდენობის შესახებ. მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების ინფორმაციის საფუძველზე, წარმოგიდგენთ იმ პარლამენტის წევრების პირველ ხუთეულს, რომლებსაც ყველაზე მეტმა მოქალაქემ მიმართა (იგულისხმება როგორც წერილობით, ისე ზეპირად მიმართვების აღრიცხული რაოდენობა).
ესენია:
ორგანიზაციის შეფასება იხილეთ ბმულზე:
https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-2019-clis-sakmianobis-shepaseba