logo_geo
eng_logo
ტერორიზმის საფრთხის გამო, საფეხბურთო ჩემპიონატი, შესაძლოა, მაყურებლების გარეშე ჩატარდეს
- +

2 მარტი. 2016. 16:38


ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ჩატარების ადგილი, შესაძლოა, ტერორიზმის საფრთხის გამო შეიცვალოს.


უეფა-ს საშეჯიბრო კომიტეტის დირექტორის მარტინ კალენის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, შეიცვალოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღიც ან იგი მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.


 

შესაძლოა, მატჩები გადაიდოს უსაფრთხოების მიზნით ან ტერორისტული თავდასხმების რისკების გამო. თუ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იქნება, შესაძლოა, მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. თუმცა, ამ დროისთვის ექსტრემიზმის საფრთხისა და განგაშის ნიშნები არ არსებობს", - განაცხადა მარტინ კალენმა.



ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 10 ივნისს საფრანგეთში დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. 32 დღის განმავლობაში 51 თამაში შედგება 10 სხვადასხვა სტადიონზე.



შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის ნოემბერში თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის დროს „სტად დე ფრანსზე" შესვლა სცადეს. მათ სტადიონის გარეთ ასაფეთქებელი მოწყობილობა პარიზში ორგანიზებული ტერაქტების ფარგლებში გაააქტიურეს. პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იგი 26 მაისამდე შენარჩუნდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner