„იცით, რომ მაჟორიტარებში 6%-ანი ბოკერია (სიაში #14) და 7%-იანი უგულავა (სიაში #50) ვერანაირად გახდებიან დეპუტატები? არსებული ოფიციალური მონაცემებით, "ევროპულ საქართველოს" მხოლოდ 5 მანდატი (ბაქრაძე, შავგულიძე, МГИМО ხოშტარია, მრავალპარტიული არმაზ ახვლედიანი და ტარიელ ნაკაიძე) ერგო. მაგიტომაც ხავიან ურეიტინგოები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ბოკერია და უგულავა გადავლენ ევრონაც-NGO სექტორში. მაგალითად, "თავისუფლების ინსტიტუტში", საიდანაც მოვიდნენ. ნაცტელევიზიებში არ ვიცი, მაგრამ "ყოფილი დეპუტატის" ტიტრი სხვაგან გარანტირებული აქვთ.
დაინახე პოზიტივი შედეგებში!
მეორე ტურში ყველაფერი კარგად იქნება "ქართული ოცნების" მხარდამჭერებო“, - დასძენ აბაშიძე.