logo_geo
eng_logo
ვინ არის 7 წლის გოგონა, რომელმაც 80 კილოგრამიანი შტანგა ასწია
- +

13 დეკემბერი. 2020. 19:42

 

 

ალბათ ყველა იმას შერცხვება, ვინც აი მომავალ ორშაბათიდან(უკვე მერამდენედ) იწყებს სირბილს ან ამ მისი სახე დიდი ხანია დავიწყებული აქვს სპორტდარბაზში 7 წლის რორი ვან ულფის ოტავადან(კანადა) შემხედვარეს.

 

გოგონა ტანვარჯიშით და ძალოსნობით არის დაკავებული, კვირაში, შესაბამისად, ცხრა და ოთხ საათს უთმობს ორივე სახეობას და მისი შედეგები გასაოცარია და ყოველგვარ საზღვრებს სცდება წერს Lad Bible.

 

 

რორის თავის ასაკში შეუძლია 80 კილოგრამიანი შტანგის აწევა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება მის წონას. გოგონა მონაწილეობს აშშ-ს სხვადასხვა ჩემპიონატებში, სადაც ახლახან მოიგო პირველი ადგილი 11 წლამდე ასაკის ბავშვებში 30 კილოგრამამდე კატეგორიაში. ასე რომ, პატარა სპორტსმენი შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა და შევიდა ისტორიაში.

 

 

 

რორი მესამე კლასშია და დიდ დროს უთმობს ვარჯიშებს. მის ჯანმრთელობას აკონტროლებენ პროფესიონალი მწვრთნელები და ექიმები, რადგან პირველ რიგში გოგონას ჯანმრთელობას აქცევენ ყურადღებას. მიუხედავად ძალოსნობაში წარმატებისა, ის საკუთარ თავს პირველ რიგში ტანმოვარჯიშედ თვლის. შტანგა უბრალოდ მას ეხმარება გახდეს უფრო ძლიერი და გამძლე.

 

"მომწონს ძლიერი რომ ვარ. ეს საშუალებას მაძლევს უფრო მეტს მივაღწიო და გავაკეთო ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ . ყოველთვის მიხარია, როდესაც კიდევ ერთი წონის დაპყრობას ვახერხებ. ასეთ მომენტში ძალზე ვამაყობ საკუთარი თავით"-ამბობს პატარა სპორტსმენი.

 

გასულ თვეს, ქალთა პროფესიონალი ბრძოლის ოსტატმა დარინა მაძიუკმა ნოკაუტში გააგზავნა მასზე სამჯერ მძიმე 240 კილოგრამიანი ბლოგერი გრიგორი ჩისტიაკოვი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner